ქართული კინოს ისტორია ქუთაისიდან იწყება. სწორედ ქუთაისელმა კაცმა – ვასილ ამაშუკელმა დაიწყო 1908 წლიდან პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება:
"ბაქოს
ბაზრის
ტიპები",
"ნავთობის
ჭაბურღილებზე
მუშაობა",
"გვირილობა",
"ქ.
ქუთაისის
ხედები",
"ექსკურსია
ბაგრატის
ტაძრის
ნანგრევებთან"
და
ა.შ.1912
წელს
კი
ვასილ
ამაშუკელი
იღებს
პირველ
ქართულ
სრულმეტრაჟიან
დოკუმენტურ
ფილმს
"აკაკი
წერეთლის
მოგზაურობა
რაჭა–ლეჩხუმში",
რომლის
პრემიერაც
ქუთაისში,
კონოთეატრ
"რადიუმში"
შედგა
და
მას
თავად
აკაკიც
ესწრებოდა.
სიმბოლურია,
რომ
პირველი
ქართული
სრულმეტრაჟიანი
დოკუმენტური
ფილმი
აკაკი
წერეთელს
მიეძღვნა
– მგოსანს,
რომლის
ცხოვრება
და
შემოქმედება
ასევე
ქუთაისთან
იყო
დაკავშირებული.ვასილ
ამაშუკელის
"აკაკის
მოგზაურობა"
მსოფლიო
კინოს
ისტორიაში
შესულია,
როგორც
პირველი
სრულმეტრაჟიანი
დოკუმენტური
ფილმი,
რომლის
ანალოგიც
ამ
დროისთვის
არ
მოიძებნა.
თავად
კინოთეატრი
"რადიუმი",
სადაც
"აკაკის
მოგზაურობის"
პრემიერა
შედგა
XX საუკუნის
დასაწყისისთვის
საქართველოში
ერთ–ერთ ყველაზე
თანამედროვე
კინოთეატრს
წარმოადგენდა.
თავდაპირველად
რადიუმი
1908 წელს
ძმები
ოცხელების
სახლში
გაიხსნა
(დღევანდელი
ოპერის
თეატრის
გვერდით),
მაგრამ
ხანძრის
შემდეგ,
1911 წელს
მან
ახალ
შენობაში
დაიდო
ბინა,
რომლისთვისაც
ვასილ
ამაშუკელის
თხოვნით,
მოსკოვის
კინო
"ექსპრესის"
შენობა
აუღიათ
ნიმუშად.
"რადიუმის"
დარბაზი
400 მაყურებელზე
იყო
გათვლილი
და
ფილმის
ჩვენებას
მუნჯი
კინოსათვის
ჩვეული
ტაპიორის
(პიანისტი,
რომელიც
მუსიკალურ
თანხლებას
უწევდა
კინოფილმს)
ნაცვლად
მთელი
ორკესტრი
უწევდა
აკომპანირებას.ქუთაისი
თავისი
განუმეორებელი
ხასიათით,
კოლორიტით
და
იუმორის
განსაკუთრებული
გრძნობით
შემდგომშიც
უმნიშვნელოვანეს
როლს
ასრულებდა
ქართული
კინოს
ისტორიაში
და
ბევრი
ფილმის
შთაგონების
წყარო
გამხდარა.
სწორედ
ქუთაისელი
რეზო
გაბრიაძის
სცენარების
მიხედვით
შეიქმნა
ქართული
კინოს
ჭეშმარიტი
შედევრები:
"არაჩვეულებრივი
გამოფენა",
"შერეკილები",
"ფეოლა",
"სერენადა",
"ქვევრი",
"არ
დაიდარდო!",
"მიმინო"
და
ა.შ. ფილმები
რომელთა
მეშვეობითაც
გაიცნო
სამყარომ
აგული
ერისთავი
და
პიპინია,
ერთაოზი,
ქრისტეფორე
და
მშვენიერი
მარგალიტა...
მსოფლიომ
კი
ისეთი
უნიკალური
მოვლენა
აღმოაჩინა
როგორიც
ქართული
კინოა,
რომლის
ერთ–ერთი დიდი თაყვანისმცემელი
იტალიელი
კინორეჟისორი
ფედერიკო
ფელინი
იყო.
ის
ასეთ
დახასიათებას
აძლევდა
ქართულ
კინემატოგრაფს:
"ქართული
კინო
უჩვეულო
ფენომენია,
სპეციალური,
ფილოსოფიური
მოვლენა,
რთული
და
ამავე
დროს
ბავშვურად
წმინდა
და
უმანკო.
მასში
ყველაფერია,
რაც
მე
მატირებს
და
მინდა
გითხრათ,
რომ
ჩემი
ატირება
არც
ისე
ადვილია".საბჭოთა
ცენზურის
პირობებშიც
კი,
ქართველი
რეჟისორები
იგავური,
მეტაფორული
ენის
მეშვეობით
ახერხებდნენ
ტოტალიტარული
რეჟიმისადმი
საკუთარი
პროტესტის
გამოხატვასა
და
მისი
მანკიერების
ჩვენებას.
რისი
ერთ–ერთი უნიკალური
მაგალითი
ე.
შენგელაიას
ფილმი
"ცისფერი
მთები,
ანუ
დაუჯერებელი
ამბავია",
რომლის
სცენარიც
ქუთაისელ
მწერალს
რეზო
ჭეიშვილს
ეკუთვნის.
სწორედ
ქუთაისურად
მახვილი
ენით
გამოხატა
მან
საკუთარი
დროის
სათქმელი,
ფრაზებით,
რომლებიც
უკვე
ლამის
ხალხურ
გამონათქვამებად
იქცა.უშუალოდ
ქუთაისში
რამდენიმე
ქართულ
ფილმიც
არის
გადაღებული,
ესენია:
"ჩემი
მეგობარი
ნოდარი",
"არაჩვეულებრივი
გამოფენა"
და
"საბუდარელი
ჭაბუკი".
No comments:
Post a Comment