Sunday, October 27, 2013

გეგუთის ციხე


იშვიათობას წარმოადგენს ქუთაისის მახლობლად მდებარე გეგუთის ციხე - დარბაზი. ეს სასახლე ემსახურებოდა გიორგი III (1156 – 1184 წწ.). გეგმაში სასახლე უახლოვდება კვადრატს (37X37 .). ცენტრში გამოიყოფა ჯვარისებრი ფორმის საზეიმო დარბაზი, რომელშიაც საგანგებო შესასვლელის - ვესტიბულის გავლით ხვდებოდნენ. შუა კვადრატული დარბაზი გადახურულია  14 მეტრის დიამეტრის გუმბათით, რომელზედაც გუმბათქვეშა კვადრატიდან გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში მდებარე დიდი ტრომპების საშუალებით.


როგორც ჩანს, გუმბათის ცენტრში ყოფილა სასინათლო ხვრელიც. დარბაზს ოთხი მხრიდან ეკვრის  შეისრული კამარებით დახურული სადგომები. დარბაზის ირგვლივ განლაგებულია სხვა საცხოვრებელი და დამხმარე ოთახები (საწოლი, სალარო, სამზარეულო). სამიოდე მეტრის სიმაღლის თლილი ქვის კვადრებით ნაწყობ ცოკოლზე შემდგარი შენობა აგებულია აგურისაგან. სასახლის კედლები შიგნით მოპირკეთებული ყოფილა და ზემო ნაწილებში, ალბათ, ნაძერწითა და ფერწერით მორთული. სასახლე ნანგრევებშიაც დიდ შთაბეჭდილებას სტოვებს. გუმბათის სიმაღლე იატაკიდან 20 მეტრს აღწევს. ერთი ოთახი ზომით 10 X 9 .  აღჭურვილია ბუხრით (2 X1,9 ). სასახლე ემსახურებოდა გიორგი III და თამარ მეფეს, მაგრამ აგებული უნდა იყოს XI საუკუნეზე ადრე. XVIII . სასახლე ძლიერ დაზიანდა იმერეთის მეფე სოლომონის დროს. ხოლო XIX . 30-იან წლებში ქვის კარიერად იქცა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 


No comments:

Post a Comment