ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი– ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნეების მიჯნაზე,ბაგრატ III–ის მეფობაში,ქუთაისში,უქიმერიონის გორაზე.ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი,ქორონიკონი იყო 223.(1003) თავისი ხურორთმოძრვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში,როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს.1692 წელს,როგორც ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს "შემუსრეს ოსმალთა".XIX საუკუნის 30_იან წლებამდე შემორჩენილი იყო დაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც,რასაც მოწმობს მხატვარ ნ.ჩერნეცოვის ჩანახატები.
გელათის მონასტერი– ქართული ხურორთმოძღვრული ანსამბლი,შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი.აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიტ 11 კმ_ზე.მდინარე წყალწითელის ხეობაში.დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით.შემოქღუდულია გალავნით.ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი შენობები.შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
მოწამეთა–სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ მოწამეთას მახლობლად.მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად.მდინარე წყალწითელას ხეობაში.იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად.ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები,რომლებიც არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ,დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ.არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა,რაზეც მტკიცე უარი მიიღო.განრისხებულმა მურვან ყრუმ დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსენ.მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული.
ქუთაისი ისტორიული
ქალაქია, მისი არსებობა საუკუნეებს ითვლის.ის საქართველოში ერთერთი ქალაქია იმადგან
რომელიც უშვალოდ გვესაუბრება ჩვენ წარსულის სიმწარესა და ამოავდროს იმ სიტკბოებაზე
რასაც ქართველი ხალხი გრძნობდა მისი დაცვის დროს. აქედან გამომდინარე გასაკვირიც არ
უნდა იყოს ის რომ მეორე დედაქალაქში უამრავი ღირსშესანიშნავი ძეგლია რის შესახებაც
ვრცელ იმფორმაციას შემდეგ სიახლეებში მოგაწვდით ! ! !
No comments:
Post a Comment