Saturday, October 26, 2013

ქუთაისის მრავალფეროვანი ხიდები


მოგეხსენებათ საქართველოში უამრავი მდინარეა და ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს  როდესაც რომელიმე ერთ ქალაქში რამოდენიმე მათგანი გვხვდება . მაგილითად ქუთაისი აქ მოედინება საქართველოში ყველაზე წყალუხვი მდინარე რიონი და ასევე წყალწითელა.
მდ.რიონის კალაპოტი ისეა მოქცეული რომ რამოდენიმე მთავარ კვარტალსა და ქალაქის ცენტრს შორის გაედინება, აქედან გამომდინარე გასაკვირიც არუნდა იყოს ის რომ მეორე დედაქალაქში უამრავი ხიდია და თითოეული მადგანი დიდ ისტორიას ატარებს.



თეთრი ხიდი !

თეთრი ხიდის მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ახალი პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ზეზემანი და პერეპი. ხიდის ლითონის ფორმები საზღვარგარეთ იყო დამზადებული, რომლის აღდგენაც 1872 წელს დამთავრდა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდსთეთრი ხიდიუწოდეს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია.
ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. მდინარის მარცხენა ნაპირას წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია იყო, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე ვაჟთა. აქვეა იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაოქროს ჩარდახი“. ცხელი ზაფხულის დღეებში ქუთათურები თეთრ ხიდთან თეთრ ქვებზე აფიცხებდნენ
გვერდებს და შემდეგ წყალში გრილდებოდნენ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა.

ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა.


ჯაჭვის ხიდი !

ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისი ხიდებს  შორის. აქ არის აღმოჩენილი 5 საუკუნის ხიდის ნაშთი . დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770 - იანი წლებისაა. მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს.რომელიც არქიელის დიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ჰურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა. იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი




წითელი ხიდი!

პირველი რკინის ხიდი,რომელიც წითელი ხიდის სახელით არის ცნობილი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გეშვა.ამბობენ,რომ წითელი ხიდისათვის საჭირო მასალა იმ ფაბრიკიდან ჩამოითანეს სადაც თავის დროზე ეიფელის კოშკი აიგო.ეს დადასტურებული არ არი მაგრამ ცხადია რომ მასალა საფრანგეთში შეუკვეთეს.

ქ.ქუთაისში ასევე სხვა ბევრი ლამაზი ხიდია რომელთა არსებობაც უმნიშვნელოვანესია არამარტო მიმოსვლივლისთვის არამედ როგორც დიდი ისრტორიის მატარებელი რაიონისთვის.











No comments:

Post a Comment