ჩემი სკოლა




ქუთაისში,მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე,ლამაზი შენობა დგას.ეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლააიგი მემკვიდრეა არსებული კლასიკური გიმნაზიისა,რომელიც ამავე შენობაში იყო მოთავსებული.
1830 წელს ქუთაისში გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით გიმნაზიად გადაკეთდა.        1878:79 სასწავლო წლიდან კლასიკური ენების  ლათინურისა და ძველი ბერძნული სწავლების შემოღების გამო,სასწავლებელს კლასიკური გიმნაზია ეწოდა.
ახლად დაარსებულ გიმნაზიას საკუთარი შენობა არ გააჩნდა,რის გამო სასწავლებლის ადმინისტრაცია იძულებული იყო კერძო პირთა საცხოვრებელი სახლები დაექირავებინაიმერეთის მეფის სასახლის "ოქროს ჩარდახის" მიდამოებში 1881:1887 წლებში ააგეს გიმნაზიის შენობა.

მე19 საუკუნის ბოლოსთვის ქუთაისის გიმნაზია ერთადერთი საშუალო სასწავლებელი იყო მთელ გუბერნიაში.გიმნაზიაში მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდის გამო სულ უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა აღნიშნული შენობის სივიწროვე,ამიტომ მე19 საუკუნის 60იანი წლებიდან მოყოლებული არაერთხელ დაისვა გიმნაზიისთვის შენობის აგბის საკითხი,მაგრამ იმჟამად განუხორციელებელი გახდა.მხოლოდ 1899 .

გიმნაზიის დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის პერიოდში გადაწყდა ძველი კორპუსისათვის მიეშენებინათ ახალი ნაგებობა.მშენებლობა მიმდინარეობდა 1900–1902 წლებში.30იან წლებში გიმნაზიის შენობაში ინდუსტრიული ტექნიკუმი იყო მოთავსებული,ხოლო შემდეგ იგი გადაეცა დალაქის პირველ საშუალო სკოლას,რომელსაც 1957 მიენიჭა ვლმაიაკოვსკის სახელი.
ქუთაისის გიმნაზიაში,ისევე როგორც ცარიზმის დროინდელ სხვა სახელმწიფო სასწავლებელში,შემოღებული სწავლა აღზრდის სისტემა ზოგჯერ სულიერად და ფიზიკურად ამახინჯებდა მოზარდ თაობას.მეფის რუსეთის სკოლა ცდილობდა ქართველ ახალგაზრდობაში ჩაეხშო ყოველივე ეროვნული,ჩაუნერგა სამეფო ტახტისა და ეკლესიისადმი ბრმა მორჩილების სულისკვეთება.შოვინისურად დაწყობილი ჩინოვნიკი პედაგოგები აბუჩად იგდებდნენ ქართველ ხალხს,მის ენას,კულტურას და ისტორიას.გიმნაზიაში არსებული სწავლა აღზრდის სისტემის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული ყოფილი მოსწავლეებისაკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი",ნიკო ნიკოლაძის "წარსულიდან",გიორგი წერეთლის : " ჩვენი ცხოვრების ყვავილი",გიორგი დასახიშვილის "მემუარები",ნიკო მარის "ავტობიოგრაფიულიადა სხვათა მოგონებებში.
გიმნაზიაში სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა,ქართული ლაპარაკი იკრძალებოდა,თავდაპირველაღ მასწავლებელთა უმრავლესობა რუსები იყვნენ,მოსწავლეები კი,განსაკუთრებით დაბალ კლასებში,ცუდად ფლობდნენ რუსულ ენას,ეს გარემოება დიდ სიძნელეებთან იყი დაკავშირებული,რაც არაერთხელ გამხდარა,ქართველ მოსწავლეთა დაცინვისა და დამცირების მიზეზი.


გიმნაზიაში გამეფებული ატმოსფერო მოსწავლეებს უღვივებდა ეროვნულ გრძნობებსა და მისწრაფებას,ღრმად შეესწავლათ მშობლიური ენა და ლიტერატურა,საქართველოს ისტორია,რუს რევოლუციონერდემოკრატთა შემოქმედება.გიმნაზიელებზე დიდ გავლენას ახდენდა ქუთაისის თეატრი,რომელსაც სათავეში ედგა გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ლადო მესხიშვილი.
ქუთაისის მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა დროს არალეგალურად გამოცემულ ჟურნალგაზეთებიდან აღსანიშნავია:მსაჯული 1865 თაიგული 1865–1866 ბედი 1880–1881 სხივი 1895:1900 ფურცელზე პირველად თავისი კალამი სცადა ბევრმა,შემდგომში გამოჩენილმა მწერალმა,პოეტმა,მეცნიერმა,საქოგადო თუ პოლიტიკურმა მოღვაწემ.1904 წლის 3 თებერვალს ჩატარდა თვითმპყრობელობის დემონსტრაცია მოსწავლეების ინიცეატივით.ეს სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა,რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი ქართულ კულტურას,ლიტერატურას და ხელოვნებას.სხვადასხვა დროს ამ სასწავლებელში სწავლობდნენ:

აკაკი წერეთელი
ნიკო ნიკოლაძე
კირილე ლორთქიფანიძე
სერგეი მესხი
დიმიტრი ნაზარიშვილი
გიორგი ზდანოვიჩი
ალექსანდრე წულუკიძე
ექვთიმე თაყაიშვილი
ნიკო მარი
აკაკი შანიძე
შალვა ნუცუბიძე
სილოვან ხუნდაძე
იოსებ ოცხელი
იუსტინე ჯანელიძე
დიმიტრი უზნაძე
სიმონ ყაუხჩიშვილი
ანგია ბოჭორიშვილი
ტიციან ტაბიძე
ბაოლო იაშვილი
ნიკო ლორთქიფანიძე
დავით კაკაბაძე
ლეო ქიაჩელი
კოტე მესხი
შალვა ღამბაშიძე
უშანგი ჩხეიძე
აკაკი ხორავა და სხვა

1902:1906 ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა ვლადიმერ მაიაკოვსკი.სკოლა  1957 – 1991 წლებშჰი ატარებდა ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელს.20–იან წლებში კლასიკური გიმნაზიის შენობაში მოთავსებული იყო ჰუმანისტალური ტექნიკუმი.
2007:2008 სასწავლო წელს .ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის #1 საჯარო სკოლაში  1476 მოსწავლე სწავლობს.სკოლა აქტიურად ეხმაურება საქართველოს მეცნიერებისა და  განათლების სამინისტროში არსებულ ყველა სიახლეს.
2008 წელი ძირძველი სკოლისთვის ფეხბედნიერი გამოდგა.სახელმწიფომ მიიღო გადაწყვ–ეტილება:178 წლოვანი სკოლის სრული რეაბილიტაციისა.
დიდია მთავრობის,ადგილობირივი ხელმძღვანელობის ყურადღება სკოლისადმი მათი ზრუნვის შედეგად კიდევ უფრო მტკიცდება მატერიალური ბაზა,სკოლას მოემატა დიდი ფართი.რაც ხელს შეუწყობს კონტიგენტის შენარჩუნებას.




2 comments:

  1. და მერე იმ დიადი ადამიანების სიას მიემატება საბა მამასახლისიც!

    ReplyDelete
  2. 1903 წლიდან ქართულის მასწავლებელი გახლდათ პოეტი პარმენ ცახელი რომლის სახელსაც ქუთაისის ერთ-ერთი ქუჩაც ატარებს https://www.facebook.com/P.Tvalchrelidze/?ref=pages_you_manage

    ReplyDelete