Saturday, October 26, 2013

უცნობი ქუთაისი

"უცნობი ქუთაისი" ძველი ქუთაისისა და ქუთათურების უკვე თითქმის მივიწყებულ ისტორიებსა და მასალებს წარმოგიდგენთ. ამით გვინდა გავაცოცხლოთ ჩვენი ქალაქის ტრადიციები და კულტურა. იმედი გვაქვს, მკითხველის  ბევრ ისეთ ისტორიებსა და მოგონებებს გავაცნობთ, რომელიც არსად გამოქვეყნებულა - უბრალოდ ადამიანების მეხსიერებაში ინახება.

                                         

"გვირილობა" – "თეთრი გვირილის დღე" მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ჭლექიანების დასახმარებლად ტარდებოდა გაზაფხულზე, აპრილ-მაისში და სამ დღეს გრძელდებოდა.




ვასილ ამაშუკელი (დ. 14 მარტი, 1886, ქუთაისი – 1 დეკემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი და პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორია.











იოსებ ორბელი (Հովսեփ Աբգարի Օրբելի, Иосиф Абгарович Орбели), 1887-1961, ქუთაისში დაბადებული სომხური წარმოშობის ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, სამხრეთ კავკასიის შუა საუკუნეების ისტორიის მკვლევარი, ერმიტაჟის დირექტორი 1934-1951 წლებში, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი.

მოწყალების და ბარბარე (ბაბუცა) კოკოჩაშვილი (შუაში), ქუთაისის ლაზარეთი
ყიფიანების ოჯახი, დაახლოებით 1918-1920 წლები

მიხეილ ყიფიანი (მარჯვნივ, თეთრ ტანისამოსში), მისი მამა
ფარნაოზ ყიფიანი (მარჯვნივ კიდეში ზის) და გვერდით მისი მეუღლე ეკატერინე მხეიძე.
მარცხნიდან: პიმენ (პიპინია) მიქელაძე, კოკინია დგებუაძე, გიორგი ჩხეიძე

ქუთაისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლები.
1930-80 ქუთაისში ცნობილი მუსიკის მასწავლებლები, დები ვენერა /1903-1994/ და ლიზა /1907-1986/ ჯაჯანიძეები, ამჟამად წმინდანად შერაცხული დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძის (1869-1924) შვილები

დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, 1869-1924
სასულიერო სემინარიის პედაგოგი, ამჟამად წმინდანად შერაცხული
ქუთაისის დრამატული დასი.

გადაღებულია ქუთაისში იმ დროს ცნობილ მიხაილოვის სალონში.

მე-4 აფთიაქის თანამშრომლები, 1929 წლის 10 თებერვალი
დგანან (მარჯვნიდან მარცხნივ): ვარლამ უგრეხელიძე, დიმიტრი, კონსტანტინე კაკაბაძე, მიხეილ ფანცხავა, დავიდოვი, თამარა კოკოჩაშვილი, იასონ გრიგოლაშვილი, მარო მხეიძისა, ელენე გოცირიძე, ალექსანდრა წივწივაძისა, თამარა მესხი
ალექსანდრე (საშა) იობიძე

ალექსანდრე /საშა/ სარდიონის ძე იობიძე დაიბადა ქუთაისში. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიზნად დაისახა მევენახეობა- მეღვინეობას გაყოლოდა.
ქუთაისის 34-ე ბაღის აღსაზრდელები და თავად ამ ბაღის გამგე, ბუჩუ კინწურაშვილია გამოსახული.
კოსტავების ოჯახი

ცენტრში ზის ქუთაისელი ქალბატონი, კატო ნუცუბიძე-კოსტავა;
მის უკან დგანან შვილები - მსახიობი გრიგოლ (გრიშა) კოსტავა და ვანო კოსტავა (მარჯვნივ)
სხედან რძლები: მედეა ჯაფარიძე (იმჟამად გრიშა კოსტავას მეუღლე) და ოლღა დემურია-კოსტავა.
ბებოს კალთაში კი პატარა მერაბ კოსტავა ნებივრობს.
მიხეილ ალავიძე და მისი მეუღლე თამარა სულაქველიძე, 1941წ
კატო ნიკოლაძის კერძო პანსიონი, 1885, პაპუნა წერეთლის კოლექციიდან


მარცხნიდან მარჯვნივ: ქუთაისის ქალაქკომის პირველი მდივანი ოთარ ბოჭოიძე, სამტრედიის რაიკომის პირველი მდივანი ნოდარ კოხრეიძე, თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი ოთარ ჩერქეზია. 1968 წელი

ქუთაისელი თავადი
ქუთაისელი ფოსტალიონები
ეკატერინე მხეიძე (კალთაში ჰყავს მიხეილ ყიფიანი)

1 comment: