Sunday, October 27, 2013

სათაფლია


კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7კმ-ზე მდებარეობს.მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275მეტრიდან 405მეტრამდე.სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია,როგორც ესთეტიკურად,ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით.ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე,რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ ხუთი გამოქვაბულიდან,რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით.სათაფლიის მღვიმე მდებარეობს სამგურალის სერზე,ზღვის დონიდან 360მეტრზე.იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვაში.
მღვიმის შესასვლელი ძაბისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს.წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები.შესასვლელიდან დაახლოებით 100მეტრში არის ულამაზესიგუმბათოვანი დარბაზი“,ხოლო 150მეტრში  „ნაღვენთების სასაფლაო“.მღვიმეს აქვს განშტოებები.სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი.სიმაღლე-10მეტრს აღემატება,ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.ჩასასვლელშივე ყურადღებას იქცევს წყლის ჩხრიალი,რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის.ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში.მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა.დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებრი სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიდი,საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.სტალაქტიდები და სტალაგმიტები ზემოდან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს,რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.სათაფლიის ІІ მღვიმე მდებარეობს საკუთრივ სათაფლიის მღვიმიდან დასავლეთით 700მეტრზე და მას ასევე გეოგრაფიის ინსტიტუტის მვიმე ეწოდება.იგი წარმოადგენს შრეთაშორის დაღმავალ მღვიმეს.შესასვლელი ვიწროა.ფსკერი დასერილია კარული ზედაპირებით.შესასვლელიდან დაახლოებით 80 მეტრზე იხსნება პირველი დიდი დარბაზი.გამოსაყოფია ასევე  „გიგანტური დარბაზიდალოდთა დარბაზი“.დამახასიათებელია სხვადასხვა ფორმის ღრმულები,რომლებიც წარმოქმნილია კოროზიის შედეგად.მღვიმე ძალზე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით.არის სტალაქტიდები,რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვთ.აქვეა სტალაგმიტები,სტალაგნატები,იშვიათი ჰელიქტიდები და ჰელიგმიტებიც კი.გვხვდება ასევე დიდი სისქის ნგრეული მასალა.ჰავა დინამიურია.გაედინება ნაკადული,რომელიც პატარა ტბას აჩენს.დამახასიათებელია ფაუნის ელემენტები.გვალვა ხშირია.სათაფლიის მღვიმიდან 600მეტრში იხსნება სათაფლიის მესამე მღვიმე,რომელიც ზღვის დონიდან 405მეტრზე მდებარეობს.სათაფლიის მღვიმიდან ახლო მოშორებით არის სათაფლიის მეოთხე მღვიმე,რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 305მეტრზე.გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში.

1.2 სათაფლიის ნაკრძალი

 სათაფლიის ნაკრძალი .ქუთაისს ჩრდილო-დასავლეთით 6კმ.დაშორებით ესაზღვრება.ქუთაისიდან სოფელ ბანოჯის მიმართულებით გაყვანილია მოასფალტებული საავტომობილო გზა.სათაფლიაზე არსებული დინოზავრის ნაკვალევი,რომელიც ათეულობითმილიონ წელს ითვლის.მსოფლიო მასშტაბებისა და ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია,რომლის ახლოს მდებარეობს კარსტული გამოქვაბული,გამჭვირვალე სტალაქტიდებიტა და სტალაგმიტებით.სათაფლიის ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე,რომელიც 500ჰექტარს მოიცავს.ამჟამად დასრულებულია ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები.შესაბამისი პროექტის ფარგლებში მოხდა მღვიმესთან არსებული კლდოვანი ნაპირის 210მეტრიანი მონაკვეთის მოაჯირით შემოღობვა,დინოზავრის ნაკვალევზე დადგმული რკინის დამცავი მოწყობილობა ხის ორიგინალური კონსტრუქციით შეიცვალა.მოპირკეთდა მღვიმისკენ მიმავალი ბილიკი.ექსტრემალური დასვენების მსურველთათვის მოეწყობა საკარვე ადგილები,გაიხსნა სუვერინების მაღაზია და კაფეტერია.

2 comments: