Sunday, October 27, 2013

ქუთაისური ტრადიციები


ძირძველი ქუთაისელი, ერთ დროს ულამაზესი ქალბატონი ვერა გვანცელაძეჯიქია, რომელმაც საკმაოდ რთული და ტანჯული გზა განვლო, იგი რეპრესირებული იყო მეუღლესთან ერთად და 9 წელი ჩრდილოეთის ბანაკებში გაატარა, თავის წიგნში "მოგონებანი გარდასულ დღეთა" მოგვითხრობს XX საუკუნის დასაწყისის ქუთაისში არსებული რამდენიმე ტრადიციისა და დღესასწაულის შესახებ. მისი თქმით, ამ პერიოდში ტრადიციად იყო ქცეული კვირას და ჩვეულებრივ დღეებში ხელოსანთა ერთმანეთთან სტუმრობა: "ჩვეულებრივ დღეებში, საღამო ხანს, ხელოსნები ეწვეოდნენ ხოლმე ერთმანეთს, თან მიჰქონდათ ტილოს თეთრ ხელსახოცში გამოკრული ხაჭაპური, შემწვარი, ქათამი, ლავაში და დოქით ღვინო (თუმცა იმ დროს, თითქმის ყველა ოჯახში იწურებოდა ღვინო). მასპინძელი თავის მხრივ მიუმატებდა, რაც ჰქონდა, და იშლებოდა სახელდახელო სუფრა, იყო სადღეგრძელოები, მასლაათი, დაირაზე ცეკვათამაში და დროსტარება.
უქმე დღეებში უკვე ოფიციალური გადაპატიჟებაგადმოპა
ტიჟება იყო, ხოლო ახალ წელსა და აღდგომასდაპატიჟების გარეშე მოკლევადიანი "ვიზიტები".. სააღდგომოდ ოჯახებში განსაკუთრებული სამზადისი იყო. ფურნეებში ცხვებოდა პასკა. ყველა ოჯახს მიჰქონდა ფურნეში უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რომელსაც ანტონ ქომეთიანის საბაყლო მაღაზიაში იძენდნენ. ფქვილი თეთრი ტილოს პარკებით იყიდებოდა და ზედ სამი ნული ეწერარაც უმაღლეს ხარისხს აღნიშნავდა. იმავე მაღაზიაში იძენდნენ დიასახლისები პასკისათვის საჭირო სურნელოვან საკმაზებს და პირველი ხარისხის ესტონურ ერბოს. დიასახლისებივინ ფუთ (16 კგ.) პასკას დაუკვეთავდა, ვინბათმანს (8 კგ.). ამისდამიხედვით მიჰქონდათ ფურნეებში ათქვეფილი კვერცხის გული (100–2000 ცალი). მოზელილი ცომი იდებოდა გრძელ როფებზე და თითოეული ოჯახის დაკვეთა გამოყოფილი იყო ფიცრის ნაჭრით. ცხობა იწყებოდა კვირის დასაქყისშიორშაბათიდან და გრძელდებოდა პარასკევ ღამემდე. თანდათან ცხვებოდა ყველას დაკვეთა, რიგის მიხედვით; დიასახლისები მორიგეობდნენ ფურნეებში დილის 5 საათიდან, სანამ ცომი აფუვდებოდა და მათი პასკები გამოცხვებოდა. გამოცხობაში ფულს უხდიდნენ მეპატრონეს. შაბათ საღამოს ყველა ოჯახში გაიწყობოდა სააღდგომო სუფრა. ღამის 12 საათზე იწყებოდა ზარების რეკვა და ყველა მიდიოდა ეკლესიაში დილამდე. გათენებისას გამოიტანდნენ ეკლესიიდან გარდამოხსნას, სრულდებოდა ქრისტეს დამარხვისა და მკვდრეთით აღდგომის რიტუალი. სამჯერ შემოუვლიდნენ ეკლესიას და შემდეგ გარდამოხნას შეიტანდნენ და დაასვენებდნენ ეკლესიაში. მღვდელი წამოთქვამდა: "ქრისტე აღსდგა!" მლოცველები უპასუხებდნენ "ჭეშმარიტად!" რასაც მოჰყვებოდა საგალობელი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით"... ყველანი ერთმანეთს ულოცავდნენ დღესასწაულს და მიდიოდნენ სახლებში. დილით ოჯახის წევრები მიუსხდებოდნენ სუფრას, იყო მილოცვები, წითელი კვერცხების ჭახაჭუხი, სიმღერა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!"... 40 დღის მარხვის შემდეგ ოჯახი გაიხსნებოდა. დღის 12 საათიდან იწყებოდა "ვიზიტები". სტუმრები ოჯახს ულოცავდნენ აღდგომის დღესასწაულს ფეხზე დგომით ამბობდნენ სადღეგრძელოს და სულ რამდენიმე წუთს რჩებოდნენ. შემდეგ მიდიოდნენ სხვა ოჯახებში მისალოცად. "ვიზიტები" გრძელდებოდა სამ დღეს და სუფრაც სამ დღეს იყო გაშლილი"
ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: ,,მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო.” საქართველოს ყველა კუთხეს მისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის,ხევსურეთის და სხვა კუთხეების კერძები თავისი გემოვნებით, მომზადების ტექნოლოგიით მართლია განსხვავდებიან, მაგრამ საერთო სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ. განსაკუთრებით მდიდარია იმერული სუფრის ასორტიმენტი.სუფრის ასეთ წარმათვაში სმა-ჭამა მეორე პლანზე გადადის, მის ადგილს გონებამახვილობა და მჭერმეტყველება იკავებს. მუზა ყველას მოდის და ცდილობს რაც შეიძლება მეტი შესაფერისი ლექსი, თქმულება, ანდაზა, ხალხური გამონათქვამები გამოიყენოს და სადღეგრძელო გაამდიდროს. ასეთ თამადაზე ზედგამოჭრილი ხალხური სიმღერაა: ,,ეს თამადა რა ყოფილა , ცოტა ღვინო გვამყოფინა.” განსაკუთრებით გამოკვეთილია იმერული სუფრა ქორწილში. ქორწილის ჩატარებას ქართველი, შეიძლება ითქვას, დიდი მზადებით ელოდება.ქართული სუფრა მისი ტრადიციებით უნიკალურია, ერის წარსულში ჩამოყალიბებული და ძვალ-რბილში გამჯდარი წეს-ჩვეულება არ უნდა დავივიწყოთ. რაც კარგია, შევინარჩუნოთ, უფრო განვავითაროთ.

No comments:

Post a Comment