Sunday, October 27, 2013

პრობლემებისა და საჭიროებების ანალიზი

ამ პოსტის საშუალებით გაგაცნობთ ჩვენი აზრით ქუთაისსში არსებულ დღევანდელ პრობლემებს და საჭიროებებს,იმ აუცილებლობებს,რომლის საშუალებითაც მოხდება ამა თუ იმ დაბრკოლების გადაჭრა.
საბა მამასახლისი:
საუბარი იმაზე თუ რა სახის პრობლემებია და მომავლის დაგეგმვა იმისდამიხედვით თუ როგორ შევძლებთ ამ დაპრკოლების გადაჭრას, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ რამოდენიმე ჩემ ვარიანტს და შეხედულებებს გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებით... ქუთაისის და არა მარტო მისი,ალბათ მთელი მსოფლიოს მთავარი პრობლემაა უმუშევრობა რაც განაპირობებს მოსახლეობის როგორც სოციალურ ისე ეკონომიურ დაკნინებას.მიმდინარეობს შრომითი მიგრაციები , რაც ალბათ ძალიან მალე გამოიწვევს იმას,რომ ჩვენს მიწაზე ჩინელი უფრო მეტი იქნება ვიდრე ქართველი.
ტარდება უამრავი რეფორმა ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად,იქმენება სამუშაო ადგილები,ხდება გარკვეული თანხის გამოყოფა მათთვის,მაგრამ ეს საკითხი ძალიან დიდი ხანია ვერ გადაიჭრა.ნუ ჩემი აზრით უნდა გაატიურდის ინფრასტრუქტურული პროექტები,როგორც საგზაო ისე ზოგადად მშენებლობის ტემპები რაც შესაბამისად უფრო და უფრო ბევრ სამუშაო ადგილს მოგვცემს,თუმცა ამით ვერ შეიქმნება სტაბილური სამსახური,რაც მოსახლეობას კვლავ დააყენებს საფრთხის წინაშე.პრობლემა ნამდვილად სერიოზულია,მაგრამ მოგვარებადი.ეროვნულდემოკრატიულ ინსტიტუტმა ჩაატარა საზოგადოებვრივი გამოკვლევა თემაზესაზოგადოების განწყობა საქართველოში“.გამოკითხვის შედეგებით ქუთაისის მოსახლეობისთვის მთავარ კვანძურ პრობლემად მიიჩნევა მაღალი კომუნალური გადასახადები.ნუ ესეც იქიდან გამომდინარეობს რომ უმუშევრობა მაღალია და ხალხს არ აქვს გადასახადების დაფარვის შესაძლებლობა.ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივია.რაც შეიძლება ნაკლები იფიქროს ხელისუფლების პირებმა ფუფუნებაზე და ერთმანეთის ლანძღვის მაგივრად საქმე აკეთონ ხალხის საკეთილდღეოდ.წინა საარჩევნო დაპირებები მართლაც რომ შესრულდეს ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნება ამ მსოფლიოში,მაგრამ სამწუხაროდ ეს ილუზიაა.უნდა შევძლოთ მოლაპარაკებების საშუალებით იმპორტიორებთან გადასახდელი თანხის შემცირება და შესაბამისად კომუნალური გადასახადების შესაძლებელ მინიმუმდე დაყვანა.პრობლემებზე საუბარი ბუნების გარეშე უკვე შეუძლებელი გახდა.ბუნების დაბინძურებაში ვერც ხელისუფლებას დავაბრალებთ და ვერც ამერიკას თუ რუსეთს.ჩვენივე ზარმაცობისა და დაუდევრობის ბრალია,როცა გვერდზე არსებულ სანაგვე ურნამდე მისვლა გვიძნელდება.ჩემი აზრით უნდა მიიღონ მკაცრი კანონი(კანონი არსებობს,მაგრამ ათასში ერთხელ თუ ახსენდებათ) რომლის მიხედვითაც პირი გარემოს დაბინძურებისთვის პირველ შემთხვევაში ერთი კვირა ამუშაონ დასუფთავების სამსახურში,ხოლო მეორე შემთხვევაზე უკვე ფულადი ჯარიმა. შემდეგ არამგონია ჩვენმა თავმომწონე და ეკონომიურად წელშიგაწყვეტილმა მოსახლეობამ დაიზარონ სანაგვე ურნამდე მისვლა.ასევე დიდი პრობლემაა ქუჩებში უპატრონო ძაღლების მომრავლება,რაც ძალზედ სახიფათოა მოსახლეობისთვის.
დიდ პრობლემას წარმოადგენს ნაგავსაყრელი,რომელიც ნიკეაზე მდებარეობს.იგი ძალიან ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან ასევე რიონთან,რაც იწვევს არა მარტო მდინარის არამედ შავი ზღვის დაბინძურებასაც.აღსანიშნავია ისიც რომ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიედინება სარწყავი არხი,რომლის საშუალებითაც ხორციელდება მიმდებარე სოფლების მიწების მორწყვა.იქ ხდება ბოსტნეულის და სხვადასხვა მწვანილეულობის მოყვანა და აქედან გამომდინარე შესაძლებელია პროდუქტებიც მოიწამლოს,რაც უფრო დიდ ზიანს მიაყენებს მოსახლეობას.აუცილებელია ამ პრობლემის დაუყოვნებლივ გადაჭრა,რისთვისაც ერთადერთი ხერხი ნაგავსაყრელის გაუქმებაა.



შემდეგი პრობლემა ჩემი აზრით არის ის რომ ძალიან ბევრი საცხოვრებელი საჭიროებს რეკონსტრუქციას.მხოლოდ ცენტრალური ქუჩის შენობებისგაოთხმაგებადა ლამაზი კარდონების აფარება არ კმარა.
ნიკა ალაშვილი:
ცრუმორწმუნე არ ვარ, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი სულების და მოჩვენებების არასოდეს შემშინებია-მეთქი. ეგ კი არა, ღამე როცა სახლში მარტო ვრჩები ლოგინის ქვეშ ათასჯერ მაინც ვიხედები და ასევე ათასჯერ მაინც ვამოწმებ აივანს, კარადებს, თაროებს.. თუ ძალიან დაპანიკებული ვარ, ტაფაშიც შეიძლება ჩავიხედო.. თუმცა ვინმემ რომ მითხრას, სული ვნახეო, დავიჯერებ კი არა სიცილით მოვკვდები.ასეთივე დამოკიდებულება მაქვს იმ უამრავ პირობასთან და ფიცებთან რომლებსაც დღესდღეობით პოლიტიკაში მყოფი ხალხი დებს. დარწმუნებული ვარ რომ უამრავი მათგანი მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი აი ხო წარმოგიდგენიათ პირობის დაადება მაშინ როდესაც ეს შორეულ მომავალს ეხება ფაქტიურად თავის დაძვრენას ნიშნავს მოცემული სიტვაციიდან.შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ ჩემი მხირადან ესეთი ლაპარაკი მაგრამ როდესაც ცხოვრობ ისეთ ადგილას სადაც არიცი თუნდაც ის საით აქვს გეზი აღებული შენს ქვეყანას იმასაც ვერ მიხვდები როგორ უნდა დაგეგმო შენი მომავალი... ხან რუსეთიო ხან ნატოო ვეგარ გავიგე რასი გაკეთება გვინდა. ბევრჯერ მომისმენია სიტყვები ეს გარდაუალია ჩვენ უნდა შევიდეთნატო“-ში მაგრამ დააჭერ პულტს და მეორე არხზე ნახავ იმას თუ როგორ განიხილავენ რუსეთთან დაახლოების გეგმას.
მესმის , მესმის ამდენი პესიმიზმი ისეთი ამაზრზენია რომ შეიძლება კაცს ოცნების უნარიც დაგგაკარგვინოს და აი ამდენი უარყოფითის შემდეგ რაც კი ოპტიმიზმის ნასახი დარჩა ჩემში ყველას ერთად მოვუყრი თავს და მეთითონ დავსახავ მომავლის გეგმას მაგრამ არა ჩემი არამედ მთელი ქუთაისის, მთელი საქართვლოს გეგმას.
პირველი რაც სკოლის მოსწავლეს მოუვა თავში  ეს განათლებაა და არრც მე ვარ გამონაკლისი. ბევრჯერ მდომებია .შატალოზეწასვლა მაგრამ შინაგანად მაინც მინდა იყოს მკაცრი სწავვლა ოღონ არა მათრახით არამედ შესაბამისი სასჯელებით მაგალითად ვინც  წესს დაარღვევს ის კლასს დაალაგებს ან თუნდაც მერხებს გადაადგილებს საჭიროების შემთხვევაში და ესე ... ეს მხოლოდ სწავლა და ჩემი სკოლა და ეხა მთელი ქუთაისი. მეთუ მკითხავ პრობლემა ხალხის ტვინშია როდესაც თუნდაც ნაგვის ბუნკერი ყოველ ეთეულ მეტრშია მოსახლეობის უმეტესობა მაინც ძირს აგდებს ნარჩენებს.
მე მაინც ჩვენს მომავალს მხოლოდ საქართველოში ვხედავ ჯერ უნნდა შევიქმნათ ისეთი სიტვაცია ქვეყანაში რომ ეს ყველაფერი ანუ გარე პოლიტიკა წარმატებით გავვატაროთ. ჩემი სათქმელი უფრო ზუსტად რომ ვთქვა მოვიყვან მაგალითს დღევანდელი მთავრობიდან...
დგეს ყველას ნებისმიერ ახალგაზრდას რო კითხო ამერიკაში წასვლა და იქ ცხოვრება უნდა. ეს გონიათ ისეთი წარმოუდგენელი და რაღაც სასწაულისმაგვარი რომ თუ იქ წახვალ შენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.და როცა იქ ჩახვალ მაშინ ხვდები რა ბედნიერებაა საქართველო ჩემი მეგობრის მაგალითიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამაზე.
მიტო გვაქვს ჩვენ ესეთი წარმოდგენა ამერიკაზე რომ მასზე ყველა კარგს ლაპარაკობს და არავინ არ ამბობს უარყოფითს რაც ვერ გაიგეს საქართველოში. როდესაც ჩვენი პრეზიდენტი აქებს საქართველოს და ყოველგვარ დაადებითს ლაპარაკობს იმიტომ რომ თითოოროლა ტურისტი მანიც მოიზიდოს მაშინ გამოვა ვიგაც ბოდიშიდა შეუგნებელი და ჩვენი სამშბლოს უარყოფითი თვისებები ფურცელზე დაწერილი გამოაქვს ერთი მადგანიც რო არ გამორჩეს . სამწუხაროდ ესეა, მე მომავალს სწორედ იმაში ხვედავ რო ჯერ ჩვენ ქართველებმა ვისწავლლოთ საქმის ერთად კეთება და მერე ავირჩიოთრაიმე ჩვენთვის სასურველი  გზა.
ქუთაისის კი მეორე დედაქალაქის მომავალზე საუბრაი კიდე რო გავაგრძელო ძალიან შორს წავალთ მაგრამ ვიტყვი რომ თუნდაც პარლამენტის გადმოტანა ჩემი შეხედულებით კარგი მოქმედება იყო მიტომ რო ისე გადიოდა წლლები აქეთ კაცი შვილი არ იხედებოდა და ეხა იმედია გამოჩნდება ხალხი რომლებიც მოგვხედავენ და გააზრებულათ ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედებით წინ წაწევს ქუთაისის და ასევე საქართველოს რეპუტაციას.



ყოველივე ეს გახლდათ ჩვენი აზრით დღევანდელი პრობლემებისა  და საჭიროებების ანალიზი ქუთაისში.

No comments:

Post a Comment