Saturday, February 22, 2014

პარლამენტი - მომავლის მრავალფუნქციური შენობა



მოგეხსენებათ, რომ ქუთაისი 2012 წლის 26 მაისს "საპარლამენტო ქალაქი" გახდა.სწორედ ამ დღეს ჩატარდა პირველი სხდომა და სწორედ ამ დღიდან დაიწყო დავა იმასთან დაკავშირებით, სწორი სვლა იყო, თუ  არა სახელმწიფოს მხრიდან.ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნით სიტყვაში წარმოთქვა, რომ ახალი ისტორია იწერებოდა და ასეც არის,მაგრამ სამწუხაროდ  პირველი თავი არც თუ სახარბიელოდ იწყება.2013 წლის არჩევნების შემდეგ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა და ახალმა მთავრობამ რაიმეს გაკეთების მიზნით ხელი მიჰყო უკვე შენებულის ნგრევას ან
დაპირებას რომ აუცილებლად მოხდება ყოველივე ზემო ხსენებული.გრეაღსანიშნავია რომ პარლამენტთან ერთან თბილისის ხიდიც საფრთხის ქვეშ დადგა,არ ვიცი გამჭვირვალე მინის შიში აქვს ამ ხალხს თუ "ჩაშუშული" ბავშვობაში ზედმეტად მარილიანი ჭამეს , მაგრამ უკვე მყარ საძირკველზე მდგარი შენობებს საფრთხე დაემუქრათ.უამრავი მოსაზრება,ვარაუდი თუ იდეა გამოითქვა პარლამენტის შენობის გადაკეთების შესახებ,მათ შორის ბევრი კომედიური ჯანრის ნაწარმოებს დაამშვენებდა. ერთ-ერთი ასეთი იდეა იყო შენობის კინოთეატრად გადაქცევა,რომელიც ალბათ ფილმების მოყვარულმა ქუთაისელმა გამოთქვა რადგან მოგეხსენებათ,რომ ქუთაისს კინოთეატრი არ გააჩნია,მაგრამ ეს მოსაზრება არ მოეწონათ რადგან ამხელა შენობის ჯერ კინოთეატრად და შემდეგ ტოტალიზატორად გადაქცევა მძიმე სამუშაოსთან იყო დაკავშირებული.ბევრმა ხუმრობად მიიჩნია უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის, ზურაბ ტყემალაძის იდეა, რაც, პარლამენტის თბილისში გადმოტანის მიზნით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნებას გულისხმობს. პოლიტიკური ოპონენტების გარდა, ამ იდეას ხუმრობად მიიჩნევენ კოალიციაქართულ ოცნებაშიც”, თუმცა ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ეძებს გზებს პარლამენტის მუშაობის კვლავაც თბილისში დასაბრუნებლად.რევაზ რობაქიძის განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ პარლამენტის შენობაოლიმპიკ არენადგადაკეთდება, რის შემდეგაც ქუთაისს ექნება პერსექტივა ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.
პირველ რიგში ბატონი რევაზი აღნიშნავს რომ ქუთაისში პარლამენტი რომ დარჩეს უფრო კარგი იქნებოდა.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლას კმაყოფილებით შევხვდი და კარგი იქნება, თუ ქუთაისში დარჩება, მაგრამ პარლამენტის თბილისში დაბრუნება თუ გადაწყდა, კარგი იქნება, თუ შენობას ოლიმპიური თამაშებისათვის გამოვიყენებთ. ამის შესაძებლობა ნამდვილად აქვს შენობას, თავისი ადგილმდებარეობის და ფართობის გამო. ძირითადი დარბაზი საასპარეზო დარბაზად გადაკეთდება, მთავარი შენობების უკან არსებული შედარებით მცირე ზომის შენობები ევროპული სტანდარტის შესაბამის სასტუმრო კომპლექსად გადაკეთდება. მოეწყობა საჩოგბურთო კორტები და საფეხბურთო მოედნები.
ამ მოსაზრებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია,ზოგისთვის უკბილო ხუმრობა გახლდათ და ზოგისთვის კი ყველაზე კარგი იდეა პარლამენტის გადანატის შემთხვევაში შენობის გამოყენებისთვის.
კი რა თქმა უნდა ვეთანხმები აზრზს, რომ რა საჭირო იყო ამხელა თანხები, დაახლოებით 72.3 მლნ-ის დახარჯვა შენობაში იმის შესასრულებლად,რასაც უკვე აკეთებდა თბილიშსი არსებული პარლამენტი მაგრამ არა ჩაშუშული,რატო გახადეს ასე ხმაურიანი მშენებლობა და რატო ემსხვერპლა მემორიალის აფეთქებას დედა-შვილი... გასაგებია ეს კითხვები ბევრს აწუხებს , მაგრამ ეს ყველაფერი უკვე მოხდა და მთელი წელი განხილვის თემა არ უნდა გახდეს.ჩატარდა გამოკითხვა პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით , რომლის მიხედვითაც  56 % ამბობს,რომ  თბილისში უნდა იყოს, 41 % ქუთაისში ხოლო დანარჩენი 3 % კი თვლის,რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია, რომ პარლამენტმა იმუშაოს და თავის საქმე გააკეთოს.
დავაყენოთ ეს პარლამენტი სადაც არის,ქუთაისელ ხალხს მაინც ნუ ვატკენთ გულს !                                                                                                                                                                      

No comments:

Post a Comment