Saturday, October 26, 2013

ბაგრატის ტაძარი

"მაშინ როცა ვსაუბრობთ ჩვენი რაიონის ღირშესანიშნაობანზე,მის იტორიულ–კულტურულ ძეგლებზე, ბაგრატს,რომ ცალკე პორტი არ დავუთმოთ არ იქნება ჩვენგან მართებული.ამ  ჩანაწერის საშუალებით გაგაცნობთ ბაგრატის ისტორიას და ასევე ჩვენ მოსაზრებას რესტავრირებული ტაძრის შესახებ."
ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაშიჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, ".ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ . ჩერნეცოვის ჩანახატები.




ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ - დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენესმდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს.

შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდაბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა - კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რესტავრაცია

არის თუ არა მისაღები საზოგადოებისთვის ის იერსახე ,რაც ბაგრატის ტაძარმა რეაბილიტაციის შემდეგ მიიღო?


ქუთაისელი მხატვარი ქრისტინე რობაქიძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაგრატის ტაძარმა აბსოლუტურად დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა:
უცნაურია, მაგრამ დაშენებამ და გადახურვამ თითქოს დააპატარავა და ჩაკეტა. სახურავის ფერზე უთქვამთ, რომ სადღაც ერთ წელიწადშისიძველის ფერს მიიღებს”, რაც აბსურდია და გული მტკივა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტს არაფერი ეშველება. რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ჩემთვის ყველაფერია, გარდა ბაგრატის ტაძრისა”.
ქრისტინე რობაქიძის მსგავსად, ბაგრატის ტაძრის ინდივიდუალურობის დაკარგვის გამო სწუხს ქუთაისელი იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი:
მთავარი, თუ რატომ არ მომწონს რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი, არის სახის დაკარგვა. ეს აღარ არის ბაგრატის ტაძარი, არამედ - მინისამება.”


ჩემი აზრით აუცილებელი იყო ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია,რადგან სასულიერო პირებისთვის ზამთარში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წირვა–ლოცვის აღსრულება.რა თქმა უნდა კარგია როცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანილი იყო ქართული ნაგებობა,მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ მხოლოდ სურათებითა და ფურცლებით გავიხსენებდით უძველეს ტაძარს.


ბაგრატი დღეს !






No comments:

Post a Comment