Tuesday, October 22, 2013

ქუთაისის ისტორია

ქართულ ქალაქთა შორის ქუთაისს ერთ–ერთი საპატიო ადგილი უჭირავს.თავისი გეოგრაფიული მდებარეობით,ეკონომიკური პოტენციით,პოლიტიკური და კულტურული დანიშნულებით იგი ყოველთვის უდიდეს როლს ასრულებდა ჩვენი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში.მისი წარსული განუყრელია დედასამშობლოს ისტორიასთან და მრავალმხრივ საინტერესო მოვლენებს მოიცავს,ხოლო მისი თანამედროვე სახე ქართველი ერის შემოქმედებითი შრომის საუკეთესო ამსახველია.
        თავისი ხანგრძლიცი ისტორიის მანძილძილზე ქუთაისმა მეტად რთული გზა განვლო რიგით ციხესიმაგრიდან თანამედროვე დიდ სოციალისტურ ქალაქამდე.ჯერ კიდევ მონათმფლობელურ ეპოქაში ჩასახული ქუთაისი უდიდეს როლს ასრულებდა,როგორც ძველი კოლხეთის დედაქალაქი.ფეოდალიზმის ხანაში იგი ახლად წარმოქმნილი  ქართული სახელმწიფოს_აფხაზეთის სამეფოს ცენტრად იქცა.ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით განვითარება სწრაფად მიიწევდა წინ და მალე იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პირველ დედაქალაქად გვევლინება.ამ საპატიო მისიას ქუთაისი თითქმის 150 წლის მანძილზე ასრულებდა. ვიდრე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქალაქი–თბილისი არაბთა ტყვეობიდან განთავისუფლდებოდა.მომდევნო ეპოქებში ქუთაისი დასავლეთ საქართველოში წარმოქმნილი იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა,განსაკუთრებით მძიმე იყო ქალაქისათვის ის პერიოდი,როცა იგი XVII ს_ის 60_იანი წლებიდან XVIII ს_ის 70_იან წლებამდე თურქ დამპყრობთა ხელში იმყოფებოდა,ეს იყო დაქვეითების ხანა,რის შედეგადაც ქუთაისი მიწასთან იქნა გასწორებული,ისტორიის ამ პერიოდს გულისხმობს მგოსანი ქალაქისადმი მიძღვნილი ლექსის შემდეგ სტრიქონებში:
                                                     შენი ციხე–გალავანი.
                                                     ბევრჯერ სისხლით განაბანი
                                                     მიწასთან ვინ გაგისწორა
                                                     ერთხელ მტკიცე,ახოვანი.
                                                                                         (აკაკი)
ქართველი ხალხი არ შერიგებია თავისი საყვარელი ქალაქის მტრის ხელში გადასვლას და არაერთხელს გაუმართავს სამკვდრო–სასიცოცხლი ბრზოლა მისი მონობიდან დახსნისთვის,ერთ–ერთი ასეთი შეტევის დროს ქართველ–რუსთა გაერთანებული ლაშქრის თავდადებული ბრძოლა იმერეთის მეფე სოლომონ პირველის მეთაურობით წარმატებით დაგვირგვინდა 1770 წ. და ქუთაისმა კვლავ იწყო აღორძინება.ქუთაისის საქალაქო ცხოვრების სწრაფი განვითარების მეტად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.საბჭოთა წლებში ქალაქი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.მოსახლეობა 1986 წ. დასაწყისისთვის 216,5 ათალ კაცს შეადგენდა.2010 წლის აღწერით კი მოსახლეობის რაოდენობა  190.500 კაცს შეადგენს.მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი ,რომ ქუთაისი საქართველოს დასავლეთი რაიონების ცენტრშია განლაგებული,მაგრამ ეს გარემოება ქალაქის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ერთნაირად არ მოქმედებდა მის განვითარებაზე,ქალაქი იმ გზების შესაყარზე აღმოცენდა,რომლებიც საქართველოს უძველეს ისტორიულ–გეოგრაფიულ პროვინციებს ერთმანეთთან აკავშირებდნენ.

No comments:

Post a Comment