Sunday, October 27, 2013

ქუთაისი და ქართული კინო

ქართული კინოს ისტორია ქუთაისიდან იწყება. სწორედ ქუთაისელმა კაცმავასილ ამაშუკელმა დაიწყო 1908 წლიდან პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება: "ბაქოს ბაზრის ტიპები", "ნავთობის ჭაბურღილებზე მუშაობა", "გვირილობა", ". ქუთაისის ხედები", "ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან" და ..1912 წელს კი ვასილ ამაშუკელი იღებს პირველ ქართულ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭალეჩხუმში", რომლის პრემიერაც ქუთაისში, კონოთეატრ "რადიუმში" შედგა და მას თავად აკაკიც ესწრებოდა. სიმბოლურია, რომ პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი აკაკი წერეთელს მიეძღვნამგოსანს, რომლის ცხოვრება და შემოქმედება ასევე ქუთაისთან იყო დაკავშირებული.ვასილ ამაშუკელის "აკაკის მოგზაურობა" მსოფლიო კინოს ისტორიაში შესულია, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ანალოგიც ამ დროისთვის არ მოიძებნა.
თავად კინოთეატრი "რადიუმი", სადაც "აკაკის მოგზაურობის" პრემიერა შედგა XX საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში ერთერთ ყველაზე თანამედროვე კინოთეატრს წარმოადგენდა. თავდაპირველად რადიუმი 1908 წელს ძმები ოცხელების სახლში გაიხსნა (დღევანდელი ოპერის თეატრის გვერდით), მაგრამ ხანძრის შემდეგ, 1911 წელს მან ახალ შენობაში დაიდო ბინა, რომლისთვისაც ვასილ ამაშუკელის თხოვნით, მოსკოვის კინო "ექსპრესის" შენობა აუღიათ ნიმუშად. "რადიუმის" დარბაზი 400 მაყურებელზე იყო გათვლილი და ფილმის ჩვენებას მუნჯი კინოსათვის ჩვეული ტაპიორის (პიანისტი, რომელიც მუსიკალურ თანხლებას უწევდა კინოფილმს) ნაცვლად მთელი ორკესტრი უწევდა აკომპანირებას.ქუთაისი თავისი განუმეორებელი ხასიათით, კოლორიტით და იუმორის განსაკუთრებული გრძნობით შემდგომშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქართული კინოს ისტორიაში და ბევრი ფილმის შთაგონების წყარო გამხდარა. სწორედ ქუთაისელი რეზო გაბრიაძის სცენარების მიხედვით შეიქმნა ქართული კინოს ჭეშმარიტი შედევრები: "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "ფეოლა", "სერენადა", "ქვევრი", "არ დაიდარდო!", "მიმინო" და .. ფილმები რომელთა მეშვეობითაც გაიცნო სამყარომ აგული ერისთავი და პიპინია, ერთაოზი, ქრისტეფორე და მშვენიერი მარგალიტა... მსოფლიომ კი ისეთი უნიკალური მოვლენა აღმოაჩინა როგორიც ქართული კინოა, რომლის ერთერთი დიდი თაყვანისმცემელი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი იყო. ის ასეთ დახასიათებას აძლევდა ქართულ კინემატოგრაფს: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური მოვლენა, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება არც ისე ადვილია".საბჭოთა ცენზურის პირობებშიც კი, ქართველი რეჟისორები იგავური, მეტაფორული ენის მეშვეობით ახერხებდნენ ტოტალიტარული რეჟიმისადმი საკუთარი პროტესტის გამოხატვასა და მისი მანკიერების ჩვენებას. რისი ერთერთი უნიკალური მაგალითი . შენგელაიას ფილმი "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავია", რომლის სცენარიც ქუთაისელ მწერალს რეზო ჭეიშვილს ეკუთვნის. სწორედ ქუთაისურად მახვილი ენით გამოხატა მან საკუთარი დროის სათქმელი, ფრაზებით, რომლებიც უკვე ლამის ხალხურ გამონათქვამებად იქცა.უშუალოდ ქუთაისში რამდენიმე ქართულ ფილმიც არის გადაღებული, ესენია: "ჩემი მეგობარი ნოდარი", "არაჩვეულებრივი გამოფენა" და "საბუდარელი ჭაბუკი".

No comments:

Post a Comment