Wednesday, October 23, 2013

გეოგრაფიოული მდებარეობა

ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: 

ჩრ. განედის 42გრადუსი16 მინუტი 

აღ. გრძედის 42გრადუსი 38 მინუტი

ქალაქი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. იგი გაშენებულია იმ ადგილას, სადაც მდინარე რიონი თავისი ვიწრო და საკმაოდ ღრმა ხეობიდან ფართო ვაკეზე გამოდის. უკანასკნელ დრომდე მდინარე ორ თანაბარაღმოსავლეთ და დასავლეთნაწილად ჰყოფდა საქალაქო დასახლებას, თუმცა ამჟამად ქალაქის მარჯვენა მხარეს ბევრად მეტი ტერიტორია უკავია, ვიდრე მდინარის მარცხნივ მდებარე უბნებს. ქალაქის განაშენიანებული კვარტლები ჩრთილოეთიდან სამხრეთისაკენ გრძელდება 7 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 10 კმ-ზე. ყველაზე უფრო დაბალი მდებარეობა აქვს სამხრეთ-დასავლეთ განაპირა უბნებს, რომლებიც განლაგებულია ზღვის დონიდან 125-130 -ზე, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ დასახლება თანდათან მაღლა მიიწევს ფერდობებზე და ტყიბულის გზატკეცილის გასწვრივ აღწევს 300 . სიმაღლეს. ქუთაისი წარმოადგენს საქართველოს დასავლეთ რაიონების გეოგრაფიულ ცენტრს.
ქალაქს გარს არტყია მეტად მჭიდროდ დასახლებული რაიონები. მთელი ტერიტორია ლიხის ქედიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე და მესხეთის ქედიდან სამეგრელოსა და ლეჩხუმის მთებამდე მეტწილად დაფარულია ხშირი სასოფლო დასახლებებით. ისე როგორც თვით ქალაქის, მისი მიდამოების ბუნებრივი პირობებიც მრავალფეროვანია. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს კოლხეთის ვაკედაბლობს, რომელიც უფრო ჩრდილოეთით გადადის გორაკბორცვებში. ქუთაისის მიდამოების უკიდურესი ჩრდილოეთი და ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი კი წარმოადგენს მთაგორებს. ქუთაისის მდებარეობა ასეთ გარდამავალ ზონაში თვალში საცემია ქუთაისში პირველად მოხვედრილი ადამიანისთვისაც. მაშინ, როდესაც მის სამხრეთითა და დასავლეთით ვრცელი ვაკეა გაშლილი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქს რკალისმაგვარად ესაზღვრება მთაგორიანი, საკმაოდ დანაწევრებული ტერიტორია. ამაში მდგომარეობს ქალაქის ფიზიკურგეოგრაფიული მდებარეობის ერთერთი დამახასიათებელი თავისებურება. ქალაქის ასეთმა განლაგებამ ძველთაგანვე ხელი შეუწყო მის ზრდაგანვითარებას. ეჭვი არ არის, რომ განსხვავებული ბუნებრივი პირობების მქონე ტერიტორიების მიჯნაზე მდებარეობა ბიძგს აძლევდა ადრინდელ ქუთაისში გაცვლაგამოცვლისა და ხელოსნობის განვითარებას. დასავლეთ საქართველოში თავისი ცენტრალური მდებარეობის წყალობით ქუთაისი ყველაზე უფორ მოხერხებული პუნქტი იყო საქართველოს ისტორიული პროვინციებისიმერეთის, სამეგრელოს, რაჭალეჩხუმის, გურიააჭარის და აფხაზეთის ერთმანეთთან დაკავშირებისათვის. ჩვენს დროში ქუთაისის მდებარეობას სრულიად ახალი მნიშვნელობა მიეცა. ქალაქი წარმოადგენს საქართველოს დასავლეთი რაიონების გეოგრაფიულ ცენტრს და შესაძლებლობა აქვს დიდი ეფექტით გამოიყენოს ამ ტერიტორიის წიაღისეული სიმდიდრეები და ენერგეტიკული რესურსები. ქუთაისიდან 30–35 კმ.–ის მანძილზე მდებარეობსტყიბულის ქვანახშირის საბადო. დიდია აგრეთვე მდ. რიონის პოტენციური ენერგორესურსები. თვით ქალაქისა და მისი მიდამოების ფარგლებში არსებობს სავსებით ხელსაყრელი ტექნიკურეკონომიკური პირობები მძლავრი ჰიდროენერგომშენებლობისათვის. ქალაქი შედარებით ახლოს იმყოფება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისეთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქებთან, როგორებიცაა ფოთი და ბათუმი. ორივე ამ პუნქტთან ქუთაისს აქვს პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი. მანძილი რკინიგზით ბათუმამდე შეადგენს 139 კმ-, ხოლო ფოთამდე 103 კმ-. ქუთაისი მდებარეობს რკინიგზებისა და გზატკეცილების ხშირი ქსელის ცენტრში, ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალს იგი უკავშირდება სადგურ რიონიდან და ბროწეულადან გაყვანილი ორი დამოუკიდებელი ხაზით (თითოეული ამ გზით მანძილი სადგურებიდან ქუთაისამდე დაახლოებით 8 კმ-ია) აღნიშნული მაგისტრალით ქუთაისი დაკავშირებულია საქართველოს ყველა სამრეწველო ცენტრთან. ქუთაისიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისამდე 220 კმია.

No comments:

Post a Comment