Sunday, October 27, 2013

ქუთაისელი ებრაელები


იცით ვის ეკუთვნის სიტყვები?

„ ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე
ერთი წუთით არ ვყოფილვარ მერყევი,
ცოცხალი ვარ შენი , ტრფობით ვიწვები
მოვკვდები და ფერფლად გადაგეყრები“...

გაზეთისამშობლოამ ლექსის შესახებ 1972 წლის ივნისში წერდა: „ამ მამულიშვილურ სიტყვებზე კარგახანია სიმღერა დაწერა ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორმა გიორგი ცაბაძემ, რაც ხელიხელ საგოგმანებელ სიმღერად იქცა“... ეს სიმღერა 1971 წელს პირველად შეასრულა ანსაბლმაორერამ“, შემდეგივერიამ“, „რუსთავმადა სხვა ანსაბლებმა.

...ამ სიმღერის ლექსის ავტორი კი, ქუთაისში მცხოვრები პოეტი მიხეილ კაკიტელაშვილია. მან თავისი ნიჭიერი პოეზია ქართველი ხალხის სიყვარულს მიუძღვნა. მისი სიყვარული საქართველოსადმი იმდენად დიდია, რომ სხვა პოეტებსაც ეჯიბრება მოკრძალებასა და პატიოსნებაში. იგი ერთი უპრეტენზიო კაცი იყო და ცხოვრების ჭაპანს პატიოსნად ეზიდებოდა, მან საქართველოს სიყვარულში დალია სული....


ქუთაისში, გოგებაშვილის 19-ში დაიბადა შალვა მარდახიაშვილი (მარდი) - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი ევროპული ქვეყნის აკადემიკოსი, აშშ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ხდება ისრაელში წლის კაცი. ეს დიდი მიღწევაა. მას ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა ისრაელსა და შვეიცარიაში. ის ფლობდა მრავალ სამედიცინო პრეპარატების ფაბრიკას. როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში. მის სახლს ქუთაისში გაუკეთდა მემორიალური დაფა.

ქუთაისში, პუშკინის . II ჩიხის №16-ში მიშა დავითაშვილის მემორიალური დაფაა. მიშა დავითაშვილი ქუთაისში დაიბადა. ცნობილი ჟურნალისტი წლების მანზილზე მუშაობდა გაზეთზარია ვოსტოკასრედაქციაში. იბრძოდა მე- 2 მსოფლიო ომის წლებში. იგი იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ხუთი მოწვევის დეპუტატი. მისი ინიციატივითსოფლის ცხორება“, რომლის რედაქტორად 25 წელი იმუშავა, გამოვიდა. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ფინჯანი ჩაის  კულტურის ამაღლება, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩაის სახლების აგება მოჰყვა.
მიშა დავითაშვილი არის 15-ზე მეტი წიგნის ავტორი, რომელთა შორისაა: „საქართველოს ცის ქვეშ“, „ლესელიძე“, „რეპორტაჟი საქართველოდანდა სხვა.იგი დაჯილდოებულია იულიუს ფუჩიკის სახელობის მედლით (ეს ჯილდო ამიერკავკასიის რესპუბლიკებში მხოლოდ მას აქვს მიღებული), ასევე საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემიით.

წარმოშობით ქუთაისელი მათემატიკოსი, დოქტორი ალექსანდრე ჰეგელი (ელიგულაშვილი), მრავალი კონკურსის ლაურეატი, ერთ-ერთ ბრწყინვალე სპეციალისტად ითვლება ინფორმატიკისა და გამოთვლითი მეცნიერების დარგში. ამასთან ერთად არის თვითნასწავლი მუსიკოსი და შექმნილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები.

ქუთაისი, ყოველთვის იყო ქალაქი,სადაც ებრაელობა წმინდად ინახავდა საუკუნოებრივ რელიგიურ სიწმინდეს. ამიტომაც იყო, რომ ჩვენს ქალაქში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი რელიგიური მსახურები. სიამაყეს გვრიდა ყველა ქუთაისელ ებრაელს, რომ ამ პატარა ქალაქში ფუნქციონირებდა სამი სალოცავი, როდესაც საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში, სადაც ებრაული მოსახლეობა ათჯერ, შესაძლებელია ოცჯერ მეტი ცხოვრობდა, მაგრამ სალოცავები არ ჰქონდათ. ეს ნამდვილად ქართველი ხალხის უდიდესი დამსახურება იყო.

რაოდენ საამაყოა ის ფაქტი, რომ ქუთაისელ ხახამს ხაიმ ელიგულაშვილს შესთავაზეს საბჭოთა კავშირის მთავარი რაბინობა, რაზედაც მან უარი თქვა.მიზეზი: „მე ვერ მივატოვებ ქუთაისის ჯამაათსო.“

ქუთაისელი რაბინი მოშე დავარაშვილი გახლდათ მენშევიკურ მთავრობაში  რელიგიის მინისტრი.       

ქართულ გარემოსთან სიახლოვემ ებრაელებს შეუნარჩუნა და გამოუმუშავა თავისებური კოლორიტი, სწორედ ეს ურთიერთობა ხდის ქართველ ებრაელს ქართული სამყაროს ორგანულ და საინტერესო ნაწილად.

ქუთაისელი ებრაელების სია, რომელნიც ავტორიტეტულად წარმოჩინდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე და სახელი გაუთქვეს საქართველოს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ძალიან გრძელია. მაგალითადმიხელ ხანანაშვილი, ლეილა თეთრუაშვილი, იაშა თავდიდიშვილი, შალვა ჩიკვაშვილი, მიხელ ბინიაშვილი, აბონ ციციაშვილი, ვლადიმერ ფიჩხაძე, რაფიელ შამელაშვილი, უშანგი რიჟინაშვილი, ბორის ჩიკვაშვილი, ლევან იაკობაშვილი და სხვანი.


სამწუხაროდ, გარდა მემორიალური დაფებისა და ერთი ორი მუზეუმისა გამოჩენილ ქუთაისელ ებრაელთა მუზეუმები არა გვაქვს. ეს იმ მიზეზით მოხდა, რომ ემიგრაციის გამო ეს ადამიანები ყიდდნენ თავიანთ სახლებს, რამაც შეუძლებელი გახადა მათი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადების საკითხი.

ქუთაისელ ებრაელებს XIX საუკუნეში ორი სინაგოგა ჰქონდათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ებრაელთა რიცხოვნობა იმდენს შეადგენდა, რომ ორი-სამი სინაგოგის საჭიროება აუცელებლობას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ისტორიული დოკუმენტები მშენებელ-არქიტექტორებისა ჩვენამდე არ არის მოღწეული და საკმაოდ მწირი იმფორმაცია გვაქვს თვით მშენებლობის მიმდინარეობაზეც.
XIX საუკუნეში გაპონოვის ქუჩის დასაწყისში (ქუჩის დასაწყის ნაწილს, ჯერ კიდევ გვიანფეოდალურ ხანაში ვხედავთ დასახლებულს, ძირითადად ქართველ ებრაელთა ოჯახებით. XIX საუკუნის შუა ხანებში ქუჩამ მიიღო გელათის ქუჩის სახელი 1926. შაუმიანის, ხოლო 1989 წელს ბორის გაპონოვის სახელი) პატარა სინაგოგასთან, 1886 წელს  ახალი სინაგოგა აიგო 350 მლოცველზე გათვლილი, რომელიც ახლაც მოქმედია.
         კვადრატული გეგმის  შენობას ოთხფერდა პირამიდისებრი სახურავი აქვს. თლილი ქვით მოპირკეთებული ფასადები პილასტრებითაა დანაწევრებული. ქუჩაზე გამავალ მთავარ ფასადზე გვერდითი ნაწილები მსუბუქი რიზალიტებით გამოიყოფა. სარკმლების თაღოვან თავსართებს შპილები აგვირგვინებს.ეზოში, შესასვლელის წინ კორინთულსვეტებიანი პორტიკია.სინაგოგის შიდა სივრცე ერთ დარბაზს წარმოადგენს, რომელიც დასავლეთისაკენ გამოყოფილია სპეციალური ეხალით (კარადა, რომელშიც მოთავსებულიათორა“). ეხალი გარედან დაფარულია ძვირფასი ფარდით ( ფარჩა ან ბარხატი), რომლის გადაწევა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა გაიხსნება ეხალითორასგამოსაბრძანებლად სათანადო თებაზე (კათედრა, სინაგოგის შუა ნაწილში შემაღლებული ადგილი) დასაბრძანებლად და წასაკითხად.სინაგოგაში ქალებისათვის სალოცავად სპეციალური ადგილია გამოყოფილი იარუსზე. აქვე, ეზოში 1912 წელს აშენებული მეორე სინაგოგა დგას. მოგვიანებით მას მეორე სართული დაემატა. ნაგებობა სადაა და საცხოვრებელ სახლს ჰგავს.
         ეს სინაგოგა წარმოადგენს ერთგვარ კომპლექსს.რადგან აქ გარდა სინაგოგისა ვხვდებით სხვა დამხმარე ნაგებობებს, რომლებიც იუდეური რიტუალების ჩასატარებლადაა განკუთვნილი.ამ შენობებში ხდებოდა ძველი ებრაული (ივრითი) ენის შესწავლა. აგრეთვე მათთვის, ვინც ლოცვის დროს მთავარ სინაგოგაში ვერ ეტეოდა, ტარდებოდა ლოცვა. მრევლის სიმრავლე განაპირობებდა დამატებითი ოთახების გამოყენებას ლოცვისა და სხვა რიტუალების ჩასატარებლად.
        ამ კომპლექსში შედის რელიგიური რიტუალებისათვის საჭირო ოთახები.მაგალითად ნათლობისათვის, ქეთუბისათვის და სხვა.აქვე, ცალკე შენობა უჭირავს ბოინს (საკლავის ადგილი საქონლისათვის, ფრინველისათვის).ბოინს ემსახურება შოხეტი (სპეციალისტი, რომელიც კლავს).აქვეა რიტუალური მიკვა (აბანო), რომელიც განკუთნილია ძირითადად ქალებისათვის, რიტუალური (მაგალითად, ქეთუბის წინ) განბანვისათვის.კომპლექსში შედის ქაშერი (სუფთა) ხორცის გასაყიდი მაღაზია, სადაც იყიდება აქვე დაკლულ-გასუფთავებული და შოხეტისაგან ნებადართული საკლავი.ადრე ამავე კომპლექსში შედიოდა რიტუალური  ფურნე (საცხობი), სადაც ცხვებოდა დღესასწაულ ფესახისათვის საჭირო მაცა (გაუფუარი პური).დღეს ეს ფურნე გაუქმებულია,ვინაიდან ფესახისათვის გამზადებული მაცა ისრაელიდან ჩამოდის.  
        მესამე სინაგოგა, რომელიც 1852 წელს აშენდა მწვანეყვავილას ძირას,თლილი ქვით მოპირკეთებული კუბური შენობაა სამ-სამი სარკმლით ყოველი მხრიდან. აღმოსავლეთით და დასავლეთით შუა სარკმელი მრგვალია, დანარჩენი ვიწრო და მაღალი.ფასადები აქცენტირებულია შუაში შემაღლებული ატიკებით. სარკმლებს მსხვილი ლილვით გამოყვანილი ჩარჩოები შემოწერს.ამავე სალოცავში იყო ისეთივე კომპლექსი,როგორც მთავარ სალოცავში, რომელიც დღეს უმოქმედოა, ვინაიდან მლოცველი არ არის.


No comments:

Post a Comment